მემორიალური დაფის განთავსების მოთხოვნით მერიას პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა მიმართა, მისი გახსნის ღონისძიებაში კი მონაწილეობა ნემცოვის ვაჟმა ანტონ ნემცოვმა მიიღო. პოლიტიკოსის ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, ახლობლებმა და თანამოაზრეებმა ეს ცერემონია წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩათვალეს და მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
რუსეთის მერია სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა ბორის ნემცოვის მემორიალის გახსნაზე იმ საბაბით, რომ მისი გარდაცვალებიდან მცირე დრო იყო გასული.
თებერვლის ბოლოს აშშ-ში, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ არსებულ მოედანს ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა.
რუსეთის მთავარი კრიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 28 თებერვლის ღამეს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ზურგში ესროლეს. სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 5 პირი და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.