სტივენ ჰოკინგის ოჯახის წევრების თქმით, 31 მარტს ფიზიკოსის დაკრძალვის ცერემონია მისავე მშობლიურ ქალაქ კემბრიჯში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, გონვილისა და კაიუსის კოლეჯის მახლობლად, სადაც ჰოკინგმა 50 წელზე მეტი გაატარა. ამის შემდეგ ფერფლს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაცულ ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სტივენ უილიამ ჰოკინგმა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მუშაობა დაასრულა უკანასკნელ სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც თეორიულ საფუძველს ამზადებს პარალელური სამყაროს აღმოჩენისთვის.