weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მსოფლიო

რუსეთის კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებში აკრძალა ბრიტანული სატირული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება, რომელიც რუსულ კინოგაქირავებაში 25 იანვრიდან უნდა გამოსულიყო.

კენტუკის შტატის ქალაქ ბენტონის სკოლაში 15 წლის შეიარაღებულმა მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი მოსწავლე მოკლა, 12 კი დაჭრა. შეიარაღებული მოსწავლე შერიფის თანაშემწემ დააკავა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ ერთი წლის განმავლობაში გადაღებული დონალდ ტრამპის ყველაზე გამორჩეული, უცნაური დ სახალისო ფოტოები გამოაქვეყნა.

ფილიპინების რესპუბლიკის კუნძულ ლუსონზე არსებულ ვულკან მაიონზე ბოლო დღეებში ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვულკანიდან 6 კმ რადიუსით მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია „ამაზონის“ პირველი სუპერმარკეტი, რომელშიც სალაროები არ არსებობს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გაიხსნა. სუპერმარკეტ Amazon Go-ში მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს იღებენ და მაღაზიას ტოვებენ, თითოეულ დახლზე არსებული სასწორი აღებულ საქონელს აღრიცხავს, პროდუქტების…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში არსებულ სასტუმროზე 20 იანვარს განხორციელებულ თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რაიონში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. გენერალური შტაბის განცხადებით, ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ სირიის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით ჩატარდება და მისი სამიზნე ტერორისტები არიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში ნაჯახით შეიარაღებული მოსწავლე მასზე უმცროს მოსწავლეებს თავს დაესხა და სულ მცირე ექვსი ადამიანი დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

ერთ-ერთ ნორვეგიულ ოჯახში ახალდაბადებულ გოგონას სახელად YNWA დაარქვეს, რომელიც ცნობილი სიმღერის “You'll Never Walk Alone“, აბრევიატურას წარმოადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]