weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჰიუ ლორის ბრიტანეთის სამეფო ორდენი გადაეცა

10:41 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი კიდევ ერთმა ცნობილმა მსახიობმა მიიღო. ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საპატიო ჯილდო სერიალ „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავ ჰიუ ლორის პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

„ჰიუ ლორი, როგორც მსახიობი, იუმორისტი, მწერალი და მუსიკოსი, 35-წლიანი წარმატებული კარიერისთვის დაჯილდოვდა”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ჰიუ ლორიმ საყოველთაო პოპულარობა და აღიარება ხსენებული ამერიკული სერიალით მოიპოვა, რომელიც ამერიკულ ტელეარხ Fox-ზე 2004-2012 წლებში გადიოდა. ინგლისელმა ტელევარსკვლავმა მხატვრულ ფილმებში ძირითადად მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა. გადაღებულია 30-ზე მეტ ტელესერიალსა და სატელევიზიო შოუში და გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი.

რაც შეეხება როლებისთვის მოპოვებულ ჯილდოებს, ჰიუ ლორის მიღებული აქვს 3 ოქროს გლობუსი, 2 მსახიობთა გილდიის ჯილდო და 9 სხვა პრიზი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი სხვა ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა, ტომ ჰარდიმ მიიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]