weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ტომ ჰარდის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადაეცა

10:20 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰარდი დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა. ინგლისელი მსახიობის დაჯილდოების ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

ტომ ჰარდის ორდენი უელსის პრინცმა ჩარლზმა დრამატული როლების შესრულებისთვის გადასცა. ჯილდოს მიღების შემდეგ 41 წლის მსახიობმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ტომ ჰარდიმ მსახიობის კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მისი დებიუტი რიდლი სკოტის საომარ დრამა „შავი ქორის დაცემაში“ (2001) შედგა, საყოველთაო პოპულარობა კი მოუტანა ბიოპიკმა „ბრონსონი“ (2008), ქრისტოფერ ნოლანის ფილმებმა - „დასაწყისი“ (2010) და „ბნელი რაინდის აღზევება“ (2012), ასევე - „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“ (2015) და „რევენანტი“ (2015), რომლითაც მსახიობმა ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. მის ფილმოგრაფიაში ასევე გამორჩეული ფილმებია: „მეომარი“ (2011), „დიუნკერკი“ (2017) და წლევანდელი კომიქს-ჰიტი „ვენომი“.

 

მსგავსი სტატიები:

ედ შირანი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა

რინგო სტარი რაინდად აკურთხეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]