weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცნობილია ოქროს გლობუსების 2018 წლის ნომინანტები

18:05 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსების პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია პოლიტიკურ-სატირულ ბიოგრაფიულ სურათ „ვიცე-პრეზიდენტს“ ერგო.

ნომინაციებში მოხვდა „მარველის“ წლევანდელი გახმაურებული კომიქს-ჰიტი, შავკანიანი საზოგადოებისთვის კულტურულ ფენომენად ქცეული „შავი ავაზა“ (Black Panther), სამაგიეროდ ნომინანტებს შორის ადგილი ვერ გამოინახა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: First Reformed, Hereditary, Leave No Trace, The Ballad of Buster Scruggs, The Front Runner, The Mule, The Rider, The Sisters Brothers, You Were Never Really Here, Welcome to Marwen, Widows.

მხატვრული ფილმების სეგმენტში ნომინანტთა სრული სია ასეთია:

საუკეთესო დრამატული ფილმი:

Black Panther

BlacKkKlansman

Bohemian Rhapsody

If Beale Street Could Talk

A Star Is Born

საუკეთესო კომედიური/მიუზიკლი ფილმი:

Crazy Rich Asians

The Favourite

Green Book

Mary Poppins Returns

Vice

საუკეთესო რეჟისორი:

ბრედლი კუპერი (A Star Is Born)

ალფონსო კუარონი (Roma)

სპაიკ ლი (BlacKkKlansman)

პიტერ ფარელი (Green Book)

ადამ მაკკეი (Vice)

საუკეთესო სცენარი:

ალფონსო კუარონი (Roma)

დებორა დევისი და ტონი მაკნამარა (The Favourite)

ბარი ჯენკინსი (If Beale Street Could Talk)

ადამ მაკკეი (Vice)

პიტერ ფარელი, ნიკ ვალელონგა და ბრაიან ჰეის კარი (Green Book)

მამაკაცის მთავარი როლი დრამატულ ფილმში:

ბრედლი კუპერი (A Star Is Born)

ვილემ დეფო (At Eternity’s Gate)

ლუკას ჰეჯესი (Boy Erased)

რამი მალექი (Bohemian Rhapsody)

ჯონ დევიდ ვაშინგტონი (BlacKkKlansman)

მამაკაცის მთავარი როლი კომედიურ/მიუზიკლ ფილმში:

ქრისტიან ბეილი (Vice)

ლინ-მანუელ მირანდა (Mary Poppins Returns)

ვიგო მორტენსენი (Green Book)

რობერტ რედფორდი (The Old Man and the Gun)

ჯონ ქ. რაილი (Stan and Ollie)

ქალის მთავარი როლი დრამატულ ფილმში:

გლენ კლოუზი (The Wife)

ლედი გაგა (A Star Is Born)

ნიკოლ კიდმანი (Destroyer)

მელისა მაკკართი (Can You Ever Forgive Me?)

როზამუნდ პაიკი (A Private War)

ქალის მთავარი როლი კომედიურ/მიუზიკლ ფილმში:

ემილი ბლანტი (Mary Poppins Returns)

ოლივია კოლმანი (The Favourite)

ელსი ფიშერი (Eighth Grade)

შარლიზ ტერონი (Tully)

კონსტანს ვუ (Crazy Rich Asians)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი:

მაჰერშალა ალი (Green Book)

ტიმოტე შალამე (Beautiful Boy)

ადამ დრაივერი (BlacKkKlansman)

რიჩარდ ე. გრანტი (Can You Ever Forgive Me?)

სემ როკველი (Vice)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი:

ემი ადამსი (Vice)

კლერ ფოი (First Man)

რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

ემა სტოუნი (The Favourite)

რეიჩელ ვაისი (The Favourite)

საუკეთესო მუსიკა:

მარკო ბელტრამი (A Quiet Place)

ალექსანდრ დეპლა (Isle of Dogs)

ლუდვიგ გიორანსონი (Black Panther)

ჯასტინ ჰურვიცი (First Man)

მარკ შეიმანი (Mary Poppins Returns)

საუკეთესო სიმღერა:

“All The Stars” (Black Panther)

“Girl in the Movies (Dumplin)

“Requiem for a Private War” (A Private War)

“Revelation” (Boy Erased)

“Shallow” (A Star Is Born)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Incredibles 2

Isle of Dogs

Murai

Ralph Breaks the Internet

Spider-Man: Into the Spider-Verse

საუკეთესო უცხოური ფილმი:

Capernaum (ლიბანი)

Girl (ბელგია) 

Never Look Away (გერმანია)

Roma (მექსიკა) 

Shoplifters (იაპონია)

ოქროს გლობუსების რიგით 76-ე დაჯილდოება 6 იანვარს, ბევერლი ჰილზში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება და ტელეარხ NBC-ზე გადაიცემა, მისი წამყვანები კი მსახიობები, სანდრა ოჰი და ენდი სამბერგი იქნებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]