ქალაქ არლში, სადაც ჰოლანდიელმა მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ერთობლივი გამოფენა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი.
ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიცია კლოდ მონესთან და მარკ შაგალთან ერთად 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ალბერტინას მუზეუმში გამართული გამოფენის შემდეგ ფიროსმანის ნამუშევრების ფასმა საერთაშორისო აუქციონებზე მოიმატა.