weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

სამხრეთ აფრიკაში დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს

12:19 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

30-წლიანი გულმოდგინე კვლევის შემდეგ სამხრეთ აფრიკელმა არქეოლოგებმა შეძლეს დიდი ხნის წინ დაკარგული დასახლების ზედაპირის აღდგენა - ის, რაც ერთ დროს იოჰანესბურგის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულ უბრალო ქვის ქოხებად მიიჩნეოდა, აყვავებული ქალაქის ნაშთები აღმოჩნდა, რომელიც ისტორიაში 200 წლის წინ ჩაიკარგა.

LIDAR-ის სახელით ცნობილი მოწინავე ლაზერული ტექნოლოგიის წყალობით, გაირკვა, რომ ეს იყო ნამდვილი მეტროპოლია, რომელიც ასობით სახლისა და სავაჭრო ქსელებისგან შედგებოდა. ქალაქს კვენენგი ერქვა და მასში ტსვანას ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფი სახლობდა. მეცნიერთა აზრით, კვენენგის 800 კარ-მიდამოში 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ფერნ იმბალი სიშვანჰას განცხადებით, ამ აღმოჩენით ივსება უზარმაზარი ისტორიული ნაპრალი, განსაკუთრებით - სამხრეთ აფრიკისთვის, რადგან კოლონიზაციამდელი აფრიკის შესახებ ისტორიული ჩანაწერები არ არსებობს, თუმცა LIDAR-ის ტექნოლოგიის წყალობით, ამ ნაპრალის ამოვსება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ იგივე ტექნოლოგია, რომლითაც შარშან მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის უძველეს მეგაპოლისს მიაგნეს.

ტსვანას სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, კვენინგის განადგურების მიზეზიც სამოქალაქო არეულობა უნდა გამხდარიყო. გაუჩინარდნენ მოქალაქეები, ქვის კოშკები, კარ-მიდამოები, პირუტყვი და კეთილდღეობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]