დაჯილდოების ტრიუმფატორები ქანთრი-მუსიკოსი კეისი მასგრეივსი და რეპერი ჩაილდიშ გამბინო გახდნენ, რომეlთაც ოთხ-ოთხი გრემი ერგოთ.
ჩაილდიშ გამბინომ, იგივე დონალდ გლავერმა გახმაურებული და სკანდალური სიმღერით - “This Is America”, წლის საუკეთესო ჩანაწერის, საუკეთესო სიმღერის, რეპ შესრულებისა და საუკეთესო კლიპისთვის განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვა.
30 წლის კეისი მასგრეივსმა წლის საუკეთესო ალბომის (Golden Hour), ქანთრი შესრულების (“Butterflies”), ქანთრი სიმღერისა (“Space Cowboy”) და ქანთრი ალბომის (Golden Hour) კატეგორიებში გაიმარჯვა.
დაჯილდოებაზე სამ-სამი გრემის ჯილდო მოიპოვეს კომპოზიტორმა ლუდვიგ გიორანსონმა, პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ, მომღერალმა ბრენდი კარლაილმა და ჯაზ შემსრულებელმა ჯონ დავერსამ.
მსგავსი სტატია:
2018 წლის საუკეთესო სიმღერები - The Guardian