weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინში რიგით 69-ე კინოფესტივალი გაიხსნა

10:58 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

2019 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი დანიელი ქალი რეჟისორის, ლონე შერფიგის დრამატული სურათის (The Kindness of Strangers) ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ოფიციალურ პროგრამაშიცაა ჩართული.

ბერლინალეზე საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს დათვისა“ და სხვა კინოჯილდოების მოსაპოვებლად 16 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც შემოქმედებით ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი.

წინასწარი პროგნოზებით ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები ფრანსუა ოზონის (By the Grace of God), იზაბელ კოიშეტის (Elisa & Marsela), ფათიჰ აქინის (The Golden Glove), აგნეშკა ჰოლანდისა (Mr. Jones) და ჰანს პეტერ მოლანდის (Our Stealing Horses) ნამუშევრებს აქვთ.

გამარჯვებულ კინოსურათსა და დაჯილდოვებულ ფილმებს 17 თებერვალს კინოფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშია. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან: ჯასტინ ჩანი (ამერიკელი კინოკრიტიკოსი), სანდრა ჰიულერი (გერმანელი მსახიობი), სებასტიან ლელიო (ჩილელი რეჟისორი), რაჯენდრა როი (ამერიკელი კურატორი) და ტრუდი სტაილერი (ინგლისელი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]