weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერაქტიდან ორი წლის შემდეგ არიანა გრანდე მანჩესტერში იმღერებს

13:07 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

ორი წლის წინ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გამართული კონცერტისას მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ მომღერალი არიანა გრანდე ქალაქში პირველად იმღერებს. 25 წლის ამერიკელი მუსიკოსი მონაწილეობას Manchester Pride-ის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს, რომელიც 23-26 აგვისტოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის ღონისძიების ჰედლაინერად წარდგენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ „გრემის“ მფლობელი შემსრულებლის შოუზე გამოსვლა მის გამბედაობასა და თანაგრძნობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 მაისს, როდესაც არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ ხალხი „მანჩესტერ არენას“ ტოვებდა, თვითმკვლელმა რადიკალმა ისლამისტმა თავი აიფეთქა. ტერორისტულ აქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტიდან რამდენიმე დღეში არიანა გრანდე ინგლისში დაბრუნდა და დაზარალებულთა მხარდსაჭერად კოლეგებთან ერთად (კეტი პერი, ჯასტინ ბიბერი, ფარელ უილიამსი, მაილი საირუსი, რობი უილიამსი და სხვები) საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]