weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი შველიძემ მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადა

12:57 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ კინოფესტივალზე East - West. Golden Arch, საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში წარადგინეს, თუმცა კინოოპერატორმა მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

„არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი ამდენი ყურადღების ღირსია. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, უბრალოდ მგონია, რომ ვინმეს სადმე წასვლა-არწასვლაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჯობია, ენერგია და კონცერნტრაცია მივმართოთ ჩვენს გარშემო არსებული რეალური პრობლემების გადასაჭრელად - გაჭირვება, უსამართლობა, უთანასწორობა, ექსპლუატაცია, გარემოს დაცვა, საკუთარი მოქალაქეების, ტერიტორიების და პოზიციის დაცვა. რეალური გმირები ჩვენს გარშემო არიან!”, – განმარტა გიორგი შველიძემ სოციალურ ქსელში.

ხსენებული დაჯილდოება აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის კინემატოგრაფებს აჯილდოვებს. წლევანდელ ნომინანტთა სია ახლახანს გამოქვეყნდა. დაჯილდოება 14 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შველიძე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა - იგი ფილმისთვის „ნამე“ Spotlight Award-ის კატეგორიაში დააჯილდოვეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]