weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინანდალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი გახდება - პრემიერი

14:04 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2019 წლიდან წინანდალში ყოველწლიურად კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, წინანდალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი გახდება.

„დღეს ვიწყებთ მზადებას ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის, მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალის შექმნისთვის, რათა წინანდალში ყოველწლიურად ჩატარდეს კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ფესტივალს ექნება განათლების მიმართულებაც. ამ პროექტის ორგანიზებაში ჩართულები არიან პროფესიონალები ევროპიდან და ისრაელიდან, რომლებიც ევროპის მასშტაბით ამ დონის ფესტივალებს ატარებენ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე კლასიკური მუსიკის ცენტრს „სილქროუდ ჯგუფი“ ტურიზმის ადმინისტრაციის თანადაფინანსებით აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, 1000 ადამიანზე გათვლილი კლასიკური მუსიკის ცენტრი 2017 წლის 14 სექტემბერს, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება.

„სილ ქროუდ ჯგუფი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და ბაღს იჯარით 2008  წლიდან  მართავს. 2012 წლიდან კი სოფელში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „რედისონს“ აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდი 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]