weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

11:00 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში - East of the West, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ისა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა, სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს“ გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

„დედეს“ ქართული პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, მისი ნახვა კი ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ კარლოვი ვარის წლევანდელი ფესტივალზე, რომელიც 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა, ორი ქართული ფილმი იყო ნაჩვენები: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ მთავარ საკონკურსე პროგრამაში მონაწილეობდა, მარიამ ხაჭვანის „დედე”  კი - საკონკურსო პროგრამა „დასავლეთის აღმოსავლეთში“ (East of the West).

კარლოვი ვარის რიგით 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და მთავარი ჯილდოს - ბროლის გლობუსის მფლობელი რეჟისორ ვაცლავ კადრნკას ჩეხური ისტორიული ფილმი „პატარა  ჯვაროსანი“ (Křižáček) გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]