weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რობიკი [რობერტ სტურუა] მიყვება, რომ საქართველოში სიტუაცია საშიში და საშინელია – კალიაგინი

11:57 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

მოსკოვის თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირის თავმჯდომარის, ალექსანდრ კალიაგინის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს, რადგან, როგორც რეჟისორი რობერტ სტურუა უყვება, ქვეყანაში საშინელი სიტუაციაა.

„იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოებში და რასაც მიყვება რობიკი (რობერტ სტურუა], სიტუაცია საშიშ-საშინელია. ვიცი, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ფეთქებადიც - ასანთის ერთი ღერი საკმარისია, რომ მთლიანი ჩირაღდანი აალდეს. ამიტომ, ახლა იქ წასვლისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა კალიაგინმა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში.

გაზეთი დაინტერესდა, გაემგზავრებიან თუ არა რუსი არტისტები საქართველოში და წარდგებიან თუ არა ქართველი მაყურებლის წინაშე მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ურჩია, საქართველოში გასტროლებისგან თავი შეიკავონ.   

ალექსანდრე პუშკინის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ევგენი პისარევმა თქვა, რომ საქართველოში გასტროლებზე უარს არ იტყვიან.

„ერთმნიშვნელოვნად - კი, გავემგზავრებით. გასული სეზონის განმავლობაში გასტროლით ორჯერ ვიყავით ინგლისში, რომელთანაც საქართველოზე უარესი პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს. იქ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორი ინტერესი აქვთ რუსული ხელოვნების, თეატრის მიმართ იმდენად, რამდენადაც ის თითქმის ერთადერთია რაც გვაერთიანებს. რაც შეეხება საქართველოს, იქ პირველივე დაძახებაზე წავალთ. პირველ რიგში, იქ ჩემი ფესვებია, მეგობრები მყავს, რომლებმაც იმდენი სიყვარული და სიხარული მაჩუქეს, სურვილი მაქვს ეს ჩემს არტისტებსაც გავუყო“, – განაცხადა პისარევმა.

რობერტ სტურუამ, რომელიც Et Cetera-ს მთავარი რეჟისორიც არის, 20 ივნისიდან თბილისში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით თქვა, რომ „ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“. მისი ეს განცხადება კომპოზიტორმა გია ყანჩელმაც გააკრიტიკა.

„მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო“, – განაცხადა გია ყანჩელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]