weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტიმოთესუბნის ტაძარში კარადის განთავსებით კანონი არ დარღვეულა – სააგენტო

13:38 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების შეფასებით, ტიმოთესუბნის მამათა მონასტერში ხის კარადის განთავსების შედეგად არქიტექტურული ნაწილები არ დაზიანებულა. შესაბამისად, როგორც სააგენტო აცხადებს, შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამოირიცხა.

ამასთან, ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სახელმწიფო უწყებას შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზეც, საყოფაცხოვრებო სათავსოს ჩასანაცვლებლად ანალოგიური დანიშნულების ხის კონსტრუქციის ესკიზურ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს.

„ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება და ის ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის სინთეზური იქნება. ღვთისმსახურების პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ობიექტის ეკლესიის ინტერიერში განთავსებამდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო კვლავ არსებულ ადგილზე დარჩება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, სააგენტო გადაუდებელ სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს ტიმოთესუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავის კონსტრუქციის იმ ფრაგმენტზე, საიდანაც ინტერიერში წყალი ჩადის.

რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა ფოტომასალა და განცხადება, რომლის თანახმადაც, სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებრათვოდ ჩააშენეს. სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაში იყო და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფდა.

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარმა საპასუხოდ თქვა, რომ „არანაირი ჩაშენება და დაზიანება არ მომხდარა“. მისივე განმარტებით, კარადამ ჩამონგრეული კედელიც დაფარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]