დოკუმენტს ხელი მოაწერეს წინანდლის ფესტივალის დირექტორმა დავით საყვარელიძემ, „სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებმა მარტინ ენგსტრომმა და ავი შოშანიმ.
ვერბიე ცნობილია როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში, რომლის ანალოგიც წინანდალში 2019 წლიდან მოეწყობა და ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
„სილქ როუდ ჯგუფი“ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში კლასიკური მუსიკის ცენტრს ტურიზმის ადმინისტრაციის თანადაფინანსებით აშენებს. ათას ადამიანზე გათვლილი კლასიკური მუსიკის ცენტრი 14 სექტემბერს, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება.