weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფიტარეთის მონასტერთან RMG Gold-ის მძიმე ტექნიკა მუშაობს – საყდრისის კომიტეტი

15:48 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

საყდრისის კომიტეტის წევრების განცხადებით, XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან მუშაობა დაიწყო ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მძიმე ტექნიკამ, რის შედეგადაც მონასტრის გალავანს ბზარი გაუჩნდა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ათი დღის უკან ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე RMG Gold-ის მძიმე ტექნიკამ დაიწყო მუშაობა. ტექნიკის მუშაობის შედეგად დაზიანდა მონასტრის მარჯვენა მხარე და გალავანს ბზარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ჩაინგრა შეუსწავლელი ისტორიული ხარო, აკლდამა. გადასწორებულია, სამრეკლოსა და ისტორიულ გალავანს შორის ტერიტორია. არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე იყო ნამოსახლარი ან კელიები“, – აღნიშნა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

კომიტეტი ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. კომიტეტის წევრები კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  მოუწოდებენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

საყდრისის კომიტეტის წევრთა განცხადებებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები არ დაწყებულა.

„ვითარება უცვლელია. სამუშაოები იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც დაეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. მანამდე არანაირ სამუშაოებზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

კომპანია RMG Gold-ი თეთრიწყაროს რაიონში, ფიტარეთის მონასტრიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბნელი ხევის საბადოზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით, 26 მარტს, კულტურის სამინისტრომ შეაჩერა კომპანიის მიერ 10 მაისს დაანონსებული ბნელი ხევის საბადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ) განხილვა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესწავლილი ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობა.

სამი კვირის წინ საყდრისის კომიტეტმა ფიტარეთის მონასტერთან აქცია „გადაარჩინე ფიტარეთი“ გამართა. კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ბნელი ხევის ტერიტორიაზე აფეთქება განახორციელა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

საყდრისის კომიტეტის ფოტოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]