weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბურჭულაძის თქმით, არ შეუშვეს ქუთაისის თეატრში, სადაც ხატია დეკანოიძესთან ერთად მივიდა

14:47 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. როგორც ის ამბობს, სურდა თეატრის მუსიკოსებს და მენეჯმენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატისთვის, ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნოთ, თუმცა რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

„დღეს მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, – წერს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ უარყო, რომ ბურჭულაძეს თეატრში შესვლაზე და დასთან შეხვედრაზე უარი ეთქვა. როგორც ის ამბობს, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს მისი გაცნობა სურდა, რაზეც უარი თქვა იმის გამო, რომ ბურჭულაძე მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

„მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი. სირცხვილია, პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში.

ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე“, – განაცხადა ლომინაძემ.

პაატა ბურჭულაძე გუშინ, ხატია დეკანოიძის მიერ ქუთაისის განვითარების გეგმის და კოალიციური მთავრიობის წარდგენაზე მივიდა და მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ და საქართველოში დადგა დრო, როდესაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდებული ქალბატონი, ლამაზი ქალბატონი, სულით მდიდარი ქალბატონი, ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსი, უამრავი რეფორმების შემსრულებელი, ქალბატონო ხატია იქნება თქვენი მერი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საპატიო ქუთაისელის წოდება აქვს, რითიც ამაყობს.

ბურჭულაძემ ამომრჩეველს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]