weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

17:51 შაბათი, 05 თებერვალი 2022
გუჯა ხუბუტიას ფოტო გუჯა ხუბუტიას ფოტო

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქურდობის ფაქტი დაცვის პოლიციამ დღეს დილით, შემოვლის დროს დააფიქსირა. 

„ადრე, ეს ქანდაკება რამდენჯერმე დაზიანდა. წერილიც დატოვეს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ებრძვიან და ამ მიზნით დააზიანეს. ახლა თვითონ ქანდაკებაა წაღებული“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, ანზორ ოყუჯავამ გამოცემა „ლაივპრესთან“.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულების ნივთის დაუფლებას გულისხმობს. 

დადიანების სასახლის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც „კოლხიშ ნანა“ ეწოდა, 2018 წელს დადგეს. ის ცაიშში აღმოჩენილი ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს სკულპტურის ასლია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქანდაკების დამზადებაზე 20 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ის დადგმიდან რამდნიმე თვეში დააზიანეს. ქანდაკების აღსადგენად 5000 ლარი იყო გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]