weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორი ქართული ფილმი ე.წ აზიურ ოსკარზე ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი

12:38 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

აზია-წყნარი ოკეანის ფილმების დაჯილდოებაზე ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის კინონამუშევარი - ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი.

„აზიურ ოსკარად“ წოდებულ წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე (Asia Pacific Screen Awards), რომელიც 2007 წლიდან ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში იმართება, „საშიში დედა" სამ მთავარ სექციაშია ნიმინირებული: რეჟისურა - ანა ურუშაძე),  საოპერატორო ნამუშევარი - მინდია ესაძე და ქალის როლის საუკეთესო შესრულება - ნატა მურვანიძე.

კარლოვი ვარის წლევანდელ კინოფესტივალზე დაჯილდოვებული „დედე“ კი ნომინაციაში - კულტურული მრავალფეროვნება, მონაწილეობს. ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა.

წლევანდელ კონკურსში 21 ქვეყნის 41 ფილმი მონაწილეობს. რიგით მე-11 დაჯილდოებაზე გამარჯვებულების ვინაობა 23 ნოემბერს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმი ამ დაჯილდოვებაზე პირველად 2012 წელს მოხვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში და ეს იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური კინონამუშევარი „ბახმარო“, გასულ წელს კი ფილმისთვის „პრეზიდენტი“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული მიშა გომიაშვილი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანა ურუშაძის „საშიში დედა“ საქართველოდან ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად  იბრძვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]