weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიორკის კონცერტის ბილეთები 25 ქვეყანაში იყიდეს

12:17 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

საქართველოში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელები 25 ქვეყნიდან ჩამოვლენ. კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდა. ისტორიაში პირველად, თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი მადაგასკარსა და მავრიტანიაში შეიძინეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიორკის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან.

ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია: საქართველო - 83. 93%, რუსეთი - 6.74%, აზერბაიჯანი -1.39%, სომხეთი - 1.29%, გერმანია - 0.83%, დიდი ბრიტანეთი -0.65%, ისრაელი - 0.65%, თურქეთი - 0.55%, უკრაინა - 0.55%, ყაზახეთი - 0.46%, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0.28%, ბელგია - 0.28%, ჰოლანდია - 0.28%, ამერიკის შეერთებული შტატები - 0.28%, ჩინეთი - 0.18%, საფრანგეთი - 0.18%, საბერძნეთი - 0.18%, იტალია - 0.18%, სამხრეთ კორეა - 0.18%, მავრიტანია - 0.18%, პოლონეთი - 0.18%, სერბეთი - 0.18%, ავსტრია - 0.09%, ბელორუსი - 0.09%, ესპანეთი - 0.09% და მადაგასკარი - 0.09%

ბიორკის კონცერტი 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ისლანდიელი ვირტუოზი ორივე კონცერტზე ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს, მე-8 სტუდიურ ალბომ Vulnicura-ს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარუდგენს.

ბიორკი საქართველოში ჩამოსვლისას სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთსაც ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]