weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

#MeToo კამპანიის შეთავაზებულ შავ ხალიჩას ბერლინალეზე უარი განუცხადეს

11:53 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად შავის დაგებაზე უარი განაცხადეს, რითაც სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის (MeToo) შეთავაზება უარყვეს.

შავი ხალიჩით შეცვლის ონლაინ პეტიციას, რომელიც გერმანელმა ქალმა მსახიობმა კლაუდია აიზინგერმა წამოიწყო, ხელი 23 000-მა ადამიანმა მოაწერა, თუმცა ბერლინალეს დირექტორმა დიტერ კოსლიკმა მოთხოვნას უარი უპასუხა.

„ჩვენ გონიერი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ ჩავერთეთ სიმბოლურ პოლიტიკაში, რათა საფესტივალე პროგრამაში არ გამოგვეწვია უფრო ღრმა დისკუსია #MeToo კამპანიაზე, უფრო ღრმა ვიდრე ამის საშუალებას ჩვენი ხალიჩა იძლევა“ - განაცხადა დიტერ კოსლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გუშინ, უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმის ჩვენებით გაიხსნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]