weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი შესაძლოა გაუქმდეს

21:45 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი, რომელიც მოსკოვში 28 მარტს არის დაგეგმილი, შესაძლოა აღარ ჩატარდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიასთან“ ნანი ბრეგვაძის შვილმა, ეკა მამალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ჩატარდება თუ არა კონცერტი, ეკა მამალაძე პასუხობს: „არ ვიცით, ვერაფერს ვერ გპასუხობთ. თავს ვიკავებთ“. ხოლო კითხვაზე იქნება თუ არა კონცერტის გაუქმება ქართველი მომღერლების პროტესტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ეკა მამალაძე ამბობს „დიახ, ალბათ ასე იქნება“.

ნანი ბრეგვაძის კონცერტი საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლშია“ დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე გამოვლენ ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. კონცერტი ჩატარდება დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები - ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]