weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ასპინძაში ეკლესიის ეზოდან გადაყრილი ძვლები ახალ სამარხში განთავსდება

12:50 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტას შუა საკუნოვანი ეკლესიის ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული ძვლები ახალ სამარხში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელობასა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორეს შორის შეთანხმების საფუძველზე უკვე მოიძებნა შესაბამისი ადგილი, სადაც მიცვალებულთა ნეშტი განისვენებს.

სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის ეზოს გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ადამიანის ძვლები ხევში რომ გადაყარეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეორადი მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ეკლესიის ეზოში მოთხრილი მიწის მასივის ზედა შრე გასული საუკუნის შუა წლებში იყო დაყრილი, რამაც ზედაპირზე სამარხების კვალი წაშალა. დადგინდა, რომ მშენებლებისთვის ადგილზე საფლავების არსებობა უცნობი იყო. ამავდროულად, მშენებლობის პროცესის დაწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ვითარების ადგილზე შესწავლის დროს სააგენტოს სპეციალისტებმა გალავნის თხრილსა და მოსწორებული მიწის ზედაპირზე ადამიანის ჩონჩხის მიმოფანტული ცალკეული ფრაგმენტები გამოავლინეს. ტაძრის გარშემო განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ძვლების უმეტესი ნაწილი ტომრებში იყო მოთავსებული და ტაძარში დალაგებული.

ამჟამად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის შეთანხმებით, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ეკლესიის გალავნისა და ეზოს სარეკონსტრუქციო სამუშაოების გასაგრძელებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე მუშავდება პროექტი, რომლის განხორციელებაც სააგენტოს სპეციალისტების მეთვალყურეობით წარიმართება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტაძარს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ის XXI ს-ის დასაწყისშია აღდგენილი და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. გასულ საუკუნეებში სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული ჩრდილოეთის პარალელური თაღიც მიუთითებს, რომელიც ამჟამად ამოშენებულია.

ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია პროცედურები, რაც ახლო მომავალში აწყვიტის მაცხოვრის სახელობის ეკლესისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]