weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანში 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

11:38 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

2018 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი რეჟისორ ასღარ ფარჰადის ესპანურენოვანი ფილმის (Todos lo saben) ჩვენებით გაიხსნა.

საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 21 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი შემოქმედებით ჯგუფებს.

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

წინასწარი პროგნოზებით, ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები ასღარ ფარჰადის, სპაიკ ლის, ნური ბილგე ჯეილანის, ჯაფარ პანაჰისა და მატეო გარონეს ნამუშევრებს აქვთ.

გამარჯვებულ ფილმსა და ჯილდოს მფლობელებს 19 მაისს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი კეიტ ბლანშეტია. ჟიურის სრული შემადგენლობა კი ასეთია: დენი ვილნევი (კანადელი რეჟისორი), ანდრეი ზვიაგინცევი (რუსი რეჟისორი), ავა დუვერნე (ამერიკელი ქალი რეჟისორი), რობერ გედიგიანი (ფრანგი რეჟისორი), ლეა სეიდუ (ფრანგი მსახიობი), კრისტენ სტიუარტი (ამერიკელი მსახიობი), ჩან ჩენი (ტაივანელი მსახიობი), ხაჯა ნინი (ბურუნდელი მომღერალი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]