weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ძალიან მინდა, ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსეთი გაიცნოს და შეიყვაროს“ - ნანი ბრეგვაძე

17:23 პარასკევი, 08 ივნისი 2018

„ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსეთი გაიცნოს და შეიყვაროს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით ყოველთვის. ჩვენ ვიყავით როგორც ერთი მთლიანი, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. კულტურა აახლოებს. მე ეს ვიცი და ამიტომაც ვმღერი“, - განაცხადა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ რუსულ გამოცემა „Известия-სთან ინტერვიუში.

ნანი ბრეგვაძემ წუხილი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ შესვლას ვერ ახერხებენ.

„ჩვენ ყველას გვიხარია, როდესაც ჩვენთან საქართველოში რუსები ჩამოდიან. ჩვენმა სტუმართმოყვარეობამ საზღვრები არ იცის, მათთვის ყველაფერს ვცდილობთ. თითქოს ჩვენ მათთვის ვცხოვრობთ.

როდესაც რუსეთიდან სტუმრები ჩამოდიან, როდესაც ჩვენთან ურთიერთობენ უფრო ბედნიერები ვხდებით. ჩვენ მტრობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები თავს შორს იჭერენ. ამბობენ: „ჩვენ რუსეთში არ გვიშვებენ, მათ კი ასე ვხვდებით“.

მაგრამ, ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ისე უნდა დახვდე, რომ ხალხმა დაინახოს, რა კარგი დამოკიდებულება გაქვს რუსეთის მიმართ“, - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. კონცერტი მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა, ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო გადაიდო.

როგორც მომღერალმა განაცხადა, მოსკოვის შემდეგ კონცერტს თბილისშიც ჩაატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]