weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კინოაკადემიამ „პოპულარული ფილმის“ ნომინაცია გააუქმა

12:10 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS) ახლახანს მიღებული სიახლე - ოსკარების დაჯილდოებაზე ახალი ნომინაცია: საუკეთესო პოპულარული ფილმის კატეგორია გააუქმა. კინოაკადემიის განცხადებით, საკითხი ღრმა შესწავლას საჭიროებს და ის წლევანდელ დაჯილდოებაზე არ იქნება.

კინოაკადემიის მმართველი ბორდი კვლავ აქტიურად განიხილავს სიახლეებსა და შემოთავაზებებს, თუმცა ხსენებული ნომინაცია, რომელმაც კინოწრეებში მყისვე გამოიწვია არაერთგვაროვანი კრიტიკა, კინოაკადემიას სარისკოდ ეჩვენა და მის შემოღებაზე თავი სულ მცირე ერთი წლით შეიკავა.

„ახალი ნომინაციის შესახებ უამრავი განსხვავებული რეაქცია წარმოიშვა. ჩვენ ვხვდებით, რომ კინოაკადემიის წევრებთან მასშტაბური დისკუსია გვჭირდება ამ საკითხზე. უკანასკნელ წლებში ჩვენ ბევრი ცვლილება მოვახდინეთ ოსკარებში, მათ შორის წელსაც, ამავდროულად ჩვენ ყველა უდიდეს პატივს ვცემთ იმ მემკვიდრეობას, რასაც ოსკარის 90-წლიანი ისტორია ჰქვია“ - განაცხადა კინოაკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა დოუნ ჰადსონმა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ კინოაკადემიამ რამდენიმე სიახლე დანერგა, საიდანაც ზემოხსენებული ნომინაცია ამოიღო, სხვები კი ძალაში დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ წლევანდელი ფილმების საოსკარე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]