weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნობელის პრემია მედიცინაში კიბოს იმუნოთერაპიის მკვლევარებს გადაეცა

17:16 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

მედიცინის დარგში წლევანდელი ნობელის პრემია იაპონელ ტასუკუ ჰონძოსა და ამერიკელ ჯეიმს ელისონს გადაეცა კიბოს იმუნოთერაპიის კვლევისთვის. მათ კიბოს უჯრედების იმუნოთერაპიის რევოლუციური მეთოდი გამოიგონეს ე.წ. Т-უჯრედების გამოყენებით.

მეცნიერთა ტანდემის აღმოჩენამ რევოლუცია მოახდინა კიბოს მკურნალობის საქმეში. მათი კვლევების საფუძველზე შეიქმნა ახალი ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს უჯრედებს, რომ დაბლოკონ ადამიანის იმუნური სისტემა. შედეგად, ორგანიზმი გადაგვარებულ კიბოს უჯრედებს თავად აღმოაჩენს და ებრძვის.

აქვე გეტყვით, რომ ფიზიკაში ნობელის პრემია ხვალ, 2 ოქტომბერს გაიცემა, 3 და 5 ოქტომბერს კი - ქიმიასა და მშვიდობაში, ეკონომიკაში - 8 ოქტომბერს, ლიტერატურის დარგში პრემიას კი შვედეთის სამეფო აკადემია წელს არ გასცემს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]