weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფიზიკაში ნობელის პრემია ლაზერის მკვლევარ სამ მეცნიერს გადაეცა

11:27 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

2018 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო, რომლებიც ლაზერს იკვლევენ. შვედეთის სამეფო აკადემიამ ამერიკელი არტურ აშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკაში ქალი მეცნიერი ნობელის პრემიით 1963 წლის შემდეგ პირველად დაჯილდოვდა.

96 წლის აშკინმა პრემიის ნახევარი მიიღო ოპტიკური პინცეტის გამოგონებისთვის. ეს ინსტრუმენტი ლაზერული სხვივით მიკროსკოპული ნაწილაკების მანიპულაციის საშუალებას იძლევა და ის 1976 წელს იქნა გამოგონებული. 74 წლის მურუ და 59 წლის სტრიკლენდი კი პრემიის მეორე ნახევარს გაიყოფენ, ულტრამოკლე და მაღალინტენსიური ლაზერული იმპულსების შექმნისადმი მიძღვნილი ნაშრომებისთვის.

ნობელის პრემია მეცნიერების სფეროში ყველაზე პრესტიჟულია და მისი ოდენობა ნობელის კომიტეტის შემოსავლებით განისაზღვრება. წლევანდელი პრემია 1 მლნ აშშ დოლარზე ცოტა ნაკლები იყო.

დონა სტრიკლენდი მესამე ქალია, რომელმაც ფიზიკის დარგში მიიღო ნობელის პრემია: 1903 წელს ჯილდო მოიპოვა მარია სკლოდოვსკა-კიურიმ რადიაციის კვლევისთვის, 1963 წელს კი მარია გოპერტ-მაიერმა - ბირთვის გარსის სტრუქტურის კვლევისთვის.

 

ამ თემაზე:

ნობელის პრემია მედიცინაში კიბოს იმუნოთერაპიის მკვლევარებს გადაეცა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]