weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღის მერი - შეიძლება თქვენთვის სიმახინჯეა ეგ მიშენება, ჩემთვის არა

14:49 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018
ფოტო: მარიამ კიასაშვილი ფოტო: მარიამ კიასაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, ისტორიული გალავანი ერთ-ერთ შესასვლელ თაღთან, ათობით კვადრატულ მეტრზე ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს. გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა „რეგინფოსთან“ საუბარში განმარტა, რომ გალავნის დამახინჯება არ მომხდარა.

„დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არა ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის“, - აღნიშნა მერმა.

სიღნაღის ისტორიული გალავანი დამახინჯებამდე

მისივე თქმით, კომპანიას აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მერიამ დაუკვეთა. მერიის დავალებითვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ისტორიული გალავანი დაამახინჯეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ძეგლზე სამუშაოები უნებართვოდ შესრულდა და პროექტი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები სიღნაღში უკვე გაემგზავრნენ, საკითხს ადგილზე შეისწავლიან. გალავანზე ყოველგვარი მიშენება ან დამახინჯება დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 15 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამასთან, საქმე შესაძლოა პროკურატურასაც გაეგზავნოს“, - განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

ამ თემაზე:

სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის დამახინჯებისთვის 12 000 ლარით დაჯარიმდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]