weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის დამახინჯებისთვის 12 000 ლარით დაჯარიმდა

14:16 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 12 ათასი ლარით დაჯარიმდა. როგორც „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა სამშენებლო კომპანიასაც დაეკისრება.

სიღნაღის მერიისა და კომპანია „ინსტალ პლუსის“ მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგა. აღნიშნული მუხლი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის განცხადებით, სიღნაღის მერიის მიერ შედგენილი პროექტი გალავნის მცირე თაღოვანი ჭიშკრის და მასზე ამავალი კიბის შელესვას ითვალისწინებდა. 

„პირველადი დათვალიერებით, კედელი შელესილია და შესხურებული აქვს შეფერილი ცემენტის ხსნარი. გარდა იმისა, რომ მერიამ სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეადგინა პროექტი, სამშენებლო კომპანიამაც მერიასთან შეუთანხმებლად ჩაატარა გარკვეული სამუშაოები. ეს ნალესობა უნდა მოიხსნას და ძეგლმა პირვანდელი იერსახე დაიბრუნოს“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

ამ დროისთვის ისტორიულ გალავანზე სამუშაოები შეჩერებულია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლის დამახინჯების შესახებ გუშინ, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეიტყო. სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა „რეგინფოსთან“ საუბარში განმარტა, რომ გალავნის დამახინჯება არ მომხდარა. მისი თქმით, სამუშაოების შედეგად „ძეგლის განახლება და გალამაზება“ მოხდა.

ამ თემაზე: სიღნაღის მერი - შეიძლება თქვენთვის სიმახინჯეა ეგ მიშენება, ჩემთვის არა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]