weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩინოვნიკების ხელფასი ძალიან დაბალია, ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს – მაჭავარიანი

22:21 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალია, რაც მაღალკვალიფიციური ადამიანების მიზიდვის საშუალებას არ იძლევა.

„მიმდინარე ხარჯები ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში და ამიტომ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ბიუროკრატიას. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ საინტერესო ადამიანებს ბიუროკრატიაში და სახელმწიფო მოხელედ. არის მიმდინარე ხარჯების შემცირების რესურსი - მაგალითად, ვიღაც შეამცირო, ტექნოლოგიები დანერგო, გამოათავისუფლო, მაგრამ ეს ფული ვერ გამოდგება დეფიციტის შესამცირებლად, ფინანსური კონსოლიდაციისთვის. ეს ფული თუ იქვე არ მივაშველეთ მაღალანაზღაურებად კადრებს, არ ჩავდეთ მართვის ამ გაუმჯობესებულ სისტემებში, დაგვექცევა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, „სახარბიელო სიტუაციაში არ ვართ“, რადგან საქართველოში დიდი, თუმცა დაბალანაზღაურებადი ბიუროკრატიაა.

„ხშირად, მაგალითად, ოპონენტები გვეუბნებიან: „თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ“. არა, არა. ძალიან დაბალი ხელფასებია.

21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ ადამიანებს. იქ არის დანაზოგის საშუალება. მე არ ვამბობ, რომ ეფექტურები ვართ, მაგრამ რასაც დავზოგავთ აუცილებლად იქვე თუ არ ჩაბრუნდა - როგორც ადამიანურ კაპიტალში, ისე სისტემებში და უზრუნველყოფებში (ტექნოლოგიებს ვგულისხმობ), 100 თუ 200 მილიონი თუ დაიზოგება, ისევ იქ უნდა მოხმარდეს. ეს ვერ გახდება ფისკალური კონსოლიდაციის, ჩვენი დეფიციტის, ვალის და მაკრო-ეკონომიკის გაკეთილშობილების წყარო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა ამ პერიოდში 54 400 ლარი იყო, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი 67-ჯერ მიიღო, - ჯამში 182 954 ლარი.

ლევან იზორიამ შს სამინისტროსა და სუს-ში პრემია-დანამატები 143-ჯერ აიღო

ლევან იზორიამ, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, 3 წელსა და 9 თვეში, ანაზღაურების სახით 511 605 ლარი მიიღო. აქედან, თანამდებობრივი სარგო 122 400 ლარი იყო, სარგოს სრული ოდენობით 143-ჯერ მიღებული პრემია-დანამატები კი 389 205 ლარი.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ანაზღაურება 2016 წელს 145 291 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.5-ჯერ მეტი სხვადასხვა სახის დანამატი მიიღო, სულ 112 651 ლარი.

იოსებ გოგაშვილმა 2017 წელს ხელფასის ოდენობით დანამატები 36-ჯერ აიღო

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 142 044 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 35 400 ლარს შეადგენდა, მან სხვადასხვა დანამატების სახით 106 644 ლარი მიიღო.

პოლიციის რომელი მაღალჩინოსნები იღებენ მინისტრზე მეტ ანაზღაურებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 მაღალჩინოსანი მინისტრზე მეტ ხელფასს იღებს, მათ შორის, მისი ყველა მოადგილე. გიორგი მღებრიშვილის ხელფასის ოდენობა წელიწადში 75 859 ლარია, ე.ი. თვეში 6 321 ლარი.

ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ერთ წელში 341 700 ლარი ხელფასი მიიღო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს და საჯარო სექტორში „რეკორდული“ მაჩვენებელია.

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]