weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო

15:02 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა ამ პერიოდში 54 400 ლარი იყო, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი 67-ჯერ მიიღო, - ჯამში 182 954 ლარი.

არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის  დეკემბერში დაინიშნა, საიდანაც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, 2016 წლის 8 სექტემბერს გადადგა. პარლამენტის წევრად იგი ოზურგეთის №59 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული. არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, არჩილ თალაკვაძემ, 2016 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო 2720 ლარი იყო, ანაზღაურების სახით 95 895 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 11 986 ლარი

მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 8 თვეში შეადგენდა 21 760 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 74 135 ლარი, - სხვადასხვა სახის დანამატებია

წინა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძემ იმავე თანამდებობაზე 2015 წელს მიიღო 141 459 ლარი (თვეში საშუალოდ 11 785 ლარი), საიდანაც სარგოს ოდენობა 32 640 ლარი იყო, ხოლო 40-ჯერ მიღებული დანამატების ჯამური თანხა - 108 819 ლარი.

 

მსგავსი თემები:

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

პოლიციის რომელი მაღალჩინოსნები იღებენ მინისტრზე მეტ ანაზღაურებას

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

მთავრობის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები პრემიერის ხელფასზე მეტ დანამატებს იღებენ

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]