weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად გელბახიანი – შს სამინისტრო „ბასიანს“ გვიბრუნებს

15:16 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ კლუბში შესვლის უფლება მისცა.

„მეგობრებო, დაგვირეკეს შსს-დან გვითხრეს, რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მემგონი, სახლში ვბრუნდებით“, - წერს გელბახიანი სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა ღამის კლუბ „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს და მფლობელებს მუშაობის განახლების საშუალება მიეცათ. ზვიად გელბახიანი ვარაუდობდა, რომ „ბასიანის“ გახსნის გაჭიანურებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. „ბასიანის“ დამფუძნებლები აპირებდნენ, 27 მაისს აქცია „ბრძოლა ბასიანისთვის“ გაემართათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც რუსთაველის გამზირზე ნეონაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფები გამოჩნდნენ და ვითარება უკიდირესად დაიძაბა. შს მინისტრმა თქვა, რომ უჭირდათ საპირისპირო აქციის მონაწილეების შეკავება, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თავდასხმით ემუქრებოდნენ. ამასთან, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]