weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკონომიკა

ძალიან ხშირად დაუფიქრებლად აღებულ სესხს მივყავართ ვალების ორმოში გადავარდნისკენ. შემდგომ კი ისე ჩანს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. თუმცა, არ ღირს იმედის დაკარგვა. პრაქტიკულად ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის ნახვა! დასაწყისისთვის…

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებისა და უმუშევრობის 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 %-ით შემცირდა და 13.9 % შეადგინა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიმართ დაწყებული გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. გამოძიება 2018 წლის 18 იანვრიდან, „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე, კომპანიის წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე…

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შპს „ბლუბერიმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 6.9 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა.

ფერმერი თეა ქუთათელაძე, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსებით, ორ ქალთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს ბიო-პლანტაცია გააშენა, ამბობს, რომ მათ მეურნეობას საფრთხე ემუქრება. საუბარია რუსთავი-სადახლოს ავტომაგისტრალზე, რომელიც კენკრის პლანტაციაში გაჰყავთ.

პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა შესრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას ყიდის. აუქციონი 16 მაისს გამოცხადდა და 14 ივნისს დასრულდება. კურორტის საწყისი გასაყიდი ფასი 3…

17 მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით რეგულარული რეისები დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, შესრულდება ავიამიმოსვლა ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“ საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. საბურავების გარდა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]