weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკონომიკა

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, 17 მაისს, უნიკალური ჯიშის ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართება. ღონისძიება ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშია დაგეგმილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელად მიხეილ ხიდურელი დაინიშნა.

USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს  ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით  ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

ხორვატიული საინჟინრო კომპანიის Institute IGH საქართველოს ფილიალმა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტირების პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩააბარა. კომპანიის ინფორმაციით, მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო…

ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, ვიზიტორთა ცენტრს, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა,…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი შეისწავლეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი დაისეტყვა. სოფელში მერის წარმომადგენლის ავთანდილ ცუკოშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 800 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. სეტყვამ ვაზი დაახლოებით 60-70 %-ით დააზიანა.

93 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 300 ახალი სამუშაო ადგილი თბილისში, - მაღალტექნოლოგიური, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის პირველი ავიანაწილების საამქროს, ATC-ის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე…

გურიაში ტურიზმის განვითარების მიზნით, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ ახალ რეფორმას იწყებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]