საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ, დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ ავტომობილები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექდათვალიერებას…
კახეთში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლები - მატანი, სანავარდო და კუჭატანი დაზარალდა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მონაცემებით, საერთო ჯამში 420 ჰექტარი ტერიტორია დაისეტყვა.
„იყო მეზღვაური ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. ქართველი მეზღვაურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო…
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთო. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს მინიმუმ 30…
მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა „შტადლერმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მიწის ნაკვეთების სპეციალური წესით რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, რომლის ვადა 2018 წლის 1 ივლისს იწურებოდა, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბუნების ძეგლის შესწავლასა და ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაზე მუშაობენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება სავარაუდოდ დროში გადაიწევს. ცქიტიშვილის განმარტებით, საუბარია პროექტების ერთი-ორი და არა 10 წლით გადავადებაზე.
გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა არაბთა საემიროებში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილმა საწარმომ - შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ 3 760 000 ლარად იყიდა.
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა. გამოფენა სამი დღე გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11