weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკონომიკა

1 ივლისიდან, კვირაში სამჯერ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-ი შეასრულებს.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ ივნისში გაიხსნება. სასტუმროს მშენებლობისთვის 31 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. სასტუმრო კომპლექსის მეპატრონე აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში“ ცვლილებები შევიდა.

კომპანია „ქოჩკაბლომ“ ორ უკონკურენტო აუქციონზე 2 133 000 ლარად იყიდა თბილისში, საქნავთობის დასახლებაში მდებარე 31 708 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული 17 ნაგებობა. კომპანიის 80 %-ს თურქეთის მოქალაქე ისმაილ ქოჩი…

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

ქუვეითის დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, Jazeera Airways 13 ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ავიარეისები…

შპს „ღვინის გზა 2017“-მა, რომლის დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე 25 წლის ომარ ხატიაშვილია, აუქციონში გაიმარჯვა და ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 152 000 ლარად იყიდა. მასზე…

საქართველოში 2017-2018 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემებით, წელს, 2016-2017 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, მთის კურორტების ვიზიტორების რაოდენობა 25 %-ით…

დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ნატახტარი მესტიის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 25 ლარით გაიზარდა და 26 აპრილიდან, 65 ლარის ნაცვლად 90 ლარი ღირს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]