საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენისთვის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
პრეზიდენტმა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, გარემოს დანაგვიანებისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. კანონის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება…
მიმდინარე წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს – 22 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა“ – ასე ჰქვია საერთაშორისო პეტიციას, რომლის ხელმომწერები ითხოვენ, რუსეთისკენ მიმავალი მასშტაბური მაგისტრალი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. პეტიციის ადრესატები საქართველოს მთავრობა, ასევე პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო…
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება ის ტერიტორიები, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის რისკი არსებობს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რთული რელიეფი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი მეხანძრეების მუშაობას ხელს უშლის.…
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო. გარდა მაისა, ადგილზე…
რაჭაში, ადგილობრივი მცხოვრებლების, გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. აქციას თბილისიდან, გურიიდან, აჭარიდან, სვანეთიდან და ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც შეუერთდნენ.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია, რადგან, მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11