weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას

23:19 შაბათი, 03 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გატაცებისა და აზერბაიჯანში დაპატიმრების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.

„აშშ შეშფოთბულია თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით და 30 მაისს, აზერბაიჯანში მისი დაკავების გამო. ასევე შეშფოთებული ვართ 25 მაისს, აზერბაიჯანში „ეროვნულ ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაპატიმრებით.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაპატიმრებულია საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის გამო, საერთაშორისო და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად.

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის მიერ სავარაუდო გატაცების გამოძებას და მოვუწოდებთ მას, რომ გამოძიება იყოს სრული, გამჭვირვალე და დროული",- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს, თბილისში გაუჩინარდა. 30 მაისს მას ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. 31 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გაუჩნარებასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყეს.

31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის პროკურატურა მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

აფგან მუხთარლის ადვოკატის ნემად კერიმლის და მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აფგან მუხთარლი 29 მაისს, თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. მათვე ინფორმაციით, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.

"სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, "ოპელის" მარკის იყო", - აცხდადებს ნემად კერიმლი.

აფგან მუხთარლი საქართველოში 2015 წლის იანვრიდან ცხოვრობდა. მან და მისმა ოჯახმა აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვეს, სადაც პროფესიული საქმიანობის გამო იდევნებოდა. აფგან მუხთარლის მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]