weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კონგოელ ექიმსა და ერაყელ უფლებადამცველ ქალს გადაეცა

15:33 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ერაყელი უფლებადამცველი ნადია მურადი და კონგოელი ექიმი გინეკოლოგი დენის მუკვეგე გახდნენ. მათ ჯილდო სამხედრო კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღეს.

დენის მუკვეგეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფო აქვს გახსნილი, რომლებშიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ასობით ქალს მკურნალობის კურსს უტარებენ.

კონგოელი გინეკოლოგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი 10 წლის განმავლობაში იყო, თუმცა გამარჯვება მხოლოდ წელს მოიპოვა.

იეზიდი ნადია მურადი კი ადამიანთა უფლებებს სამშობლოს მასშტაბით იცავს. ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, როდესაც 2014 წელს ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაიტაცა, 2017 წელს გათავისუფლების შემდეგ კი უფლებადამცველ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 217 ადამიანი იყო ნომინირებული.

 

ამავე თემაზე:

ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა აიღო

ფიზიკაში ნობელის პრემია ლაზერის მკვლევარ სამ მეცნიერს გადაეცა

ნობელის პრემია მედიცინაში კიბოს იმუნოთერაპიის მკვლევარებს გადაეცა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]