პრემიალური ჯილდოს ნახევარი ფრენსის არნოლდს გადაეცემა ფერმენტების ევოლუციის კვლევისათვის, მეორე ნახევარს კი ვინტერი და სმიტი გაიყოფენ პეპტიდებისა და ანტისხეულების ფაგების კვლევისათვის.
არნოლდმა ფერმენტებში შეიმუშავა გენეტიკური მუტაციები და შემდეგ მათ ეფექტებს დააკვირდა. ამის შემდეგ გამოარჩია მუტაციები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა, მაგალითად - ისეთები, რომლებიც ფერმენტებს გამხსნელში მოქმედების საშუალებას აძლევდა. არნოლდის შრომამ შესაძლებელი გახადა ხმარებიდან ამოღებულიყო მრავალი ტოქსიკური კატალიზატორი და საფუძველი ჩაუყარა ფერმენტების განვითარებას თითქმის ყველა დარგში. მათ შორის არის ბიოსაწვავისა და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება.
სმიტმა ფაგები გენური ინჟინერიით დაამუშავა და მათ გენურ მასალაში გენები ისე შეიყვანა, რომ ცილები, რომლებსაც ეს გენები წარმოქმნის, ფაგის დამცავი კაფსულის გარეთ მოთავსებულიყო. ეს მიდგომა იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს გენური ინჟინერიის გზით შეუძლიათ გამოიყვანონ განსაკუთრებული სახის ცილების მატარებელი ფაგები. ამის მიზანი კი ის არის, რომ შეისწავლონ, როგორ ურთიერთქმედებს ეს ცილები კონკრეტულ სამიზნეებზე. ამ ტექნოლოგიით ვინტერმა შექმნა წამლები, რომლებმაც მედიცინა გარდაქმნა და გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.
ფრენსის არნოლდი მეხუთე ქალია, რომელმაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. აქამდე ამ ჯილდოს მფლობელი ბოლო ქალი, ებრაელი მეცნიერი ადა იონათი იყო, რომელმაც 2009 წელს ნობელის პრემია რიბოსომების სტრუქტურის განსაზღვრისთვის მიიღო.
ამავე თემაზე:
ფიზიკაში ნობელის პრემია ლაზერის მკვლევარ სამ მეცნიერს გადაეცა
ნობელის პრემია მედიცინაში კიბოს იმუნოთერაპიის მკვლევარებს გადაეცა