საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უპასუხა შეკითხვას, რას ურჩევდა დღეს უკრაინას. ამ კონტექსტში, მან ყარაბაღის ბოლო, 44-დღიანი ომის გამოცდილებაზე ისაუბრა.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა მუშაობას დროიებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანია IDS Borjomi Georgia-მ დღეს განაცხადა.
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშს კიევში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი და პროდიუსერი, ვირა ჰირიჩი ემსხვერპლა. ის 28 აპრილს დაბომბილ ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ჟურნალისტის ცხედარი ნანგრევების ქვეშ დღეს დილით იპოვეს.
თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“ იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.
საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ლერი გელენავასთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად, კარდენახის, ბაკურციხის და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირების პროცესში კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის, უპირატესობა ენიჭებათ „ქართული ოცნების“ შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში „ომის პარტიის“ არსებობაზე საუბარი არ შეიძლება. მან მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველს, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ…
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ის სხვა საკითხებთან ერთად სააკაშვილის შეწყალებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეწყალება ქვეყანაში ძლიერ პოლარიზაციას გამოიწვევს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. ინტერვიუ 27 აპრილს არის გამოქვეყნებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა რუსთავის ციხესთან პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11