weather cur horoscope tv
მაისი 14, 2025

16 წლის გოგო, რომელიც რუსთავის მე-20 მიკრო-რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტია რეგიონების მიმართულებით გააქტიურდება და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს გააკონტროლებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა წინასწარი კვლევით, 19 მაისის არჩევნებს ყველა ოლქში მმართველი პარტია მოიგებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რუსთავის მცხოვრებლების ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას ეწინააღმდეგება. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მათ დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპატრიარქოს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთოს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ის დაპირებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში გასცემს, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა და არა ქველმოქმედება.

„მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა პრეზიდენტმა ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით ქართული…

Facebook, Instagram და Whatsapp გაითიშა

კვირა, 14 აპრილი 2019 15:40

დღეს, 14 აპრილს Facebook, Instagram და Whatsapp მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს ამ სოციალურ ქსელებში შესვლას ვერც კომპიუტერიდან და ვერ მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალციხის ბაზარში იმყოფებოდა. ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან პრობლემებზე საუბარი მხოლოდ რეპატრირებულმა მესხებმა მოახერხეს, რომლებმაც მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში დახმარება სთხოვეს.

მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა კალიფორნიაში პირველი სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. ორკორპუსიანი და ექვსძრავიანი თვითმფრინავი ამერიკულმა კომპანია Stratolaunch Systems Corporation-მა შექმნა. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი პოლ ალენია, რომელიც Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]