საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერზე ლაშქრობისას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მეხი დაეცა.
ბათუმში ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე, 23 ივლისს, ღამით, 4 მაღაზია გაქურდეს. კომერციული ობიექტების მფლობელების თქმით, მაღაზიებიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. მაღაზიებში შესასვლელი კარების მინები ჩამტვრეულია.
ფორმულა 1-ში 2018 წლის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია ხელიდან ხელში გადადის. ცხრილის სათავეში ხან სებასტიან ფეტელია და ხან - ლუის ჰამილტონი. ამ ეტაპზე ბრიტანელი პილოტის ჯერი დადგა, რომელმაც ნაწილობრივ…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ააიპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი სოლომნიშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.
ამერიკაში ქართული კარატეს კლუბის Philly Karate Club დამფუძნებელი გიორგი ელიზბარაშვილი საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძესა და საქართველოს კონსულს, გიორგი არჩემაშვილს შეხვდნენ, რისი მიზანიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების დაგეგმვა იყო, რაც ქართული…
ბარსელონაში მიმდინარე წყალბურთის 33-ე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა თურქეთის ნაკრები 15:10 დაამარცხეს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირი მოიგო. ყაზახური ტურნირის ფინალში გორგოძემ 23 წლის უზბეკი საბინა შარიპოვა საათსა და 27 წუთიან შეხვედრაში 6:4, 6:1 დაამარცხა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხევსურეთში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგენილია.
თბილისში, გლდანში მდებარე „ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია ბოლო ორ თვეში მესამედ გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წაღებულია დაახლოებით 15 ცალი მობილური ტელეფონი, ზარალი კი 13 ათას ლარამდეა. დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11