საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილისა და სიძის ახლო მეგობარი თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. ადვოკატ შოთა მანელიძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვთან უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ორ მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 143 კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული.
უკრაინელმა მოკრივემ, 31 წლის ალექსანდრ უსიკმა მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე 24 წლის რუსი მოკრივე მურატ გასიევი დაამარცხა, რის შედეგადაც პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, მოიპოვა მუჰამედ ალის თასი და…
საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისის პლენარულ სხდომაზე 79 ხმით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო. კანონი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. „ეს შემოთავაზება ჩემთვის გამოწვევაა, მაგრამ ამ გამოწვევას ვიღებ, ბრძოლაში შევდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ“, - მიმართა დავით…
ადვოკატმა დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ აღარ დაიცავს 19 წლის მალხაზ კობაურს, რომელსაც ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობა ედება ბრალად. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩაბარდა ექსპერტიზის დასკვნა,…
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლული ლორა სმიტი გაუპატიურებულია. დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოაჩინეს.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, საავტომობილო გზის პირას რამდენიმე ადგილზე ხის დიდი ჯვრები აღმართეს. როგორც ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, ჯვრები ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების…
„მეჩეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ჩვენი გუნდის და ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ აღნიშნული მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ამ მიზნით ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ“, –…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11