weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

ირანში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 12 ნოემბერს, საღამოს მომხდარ დამანგრეველი მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 2500-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ალავერდის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოებზე, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 298 000 ლარი დაიხარჯება.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი…

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრად ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ინიშნება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. ჩხენკელი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

ფინანსთა მინისტრად ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ინიშნება.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]