საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად ვალტერ ბუთბა დაინიშნა. შესაბამის ე.წ. განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 47 328 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4509 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4042 ინფიცირებული, 59 კი გარდაიცვალა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიიდან ბიძინა ივანიშვილის როლის ამოღებისთვის იბრძვის.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Oxford-AstraZeneca-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომ მომავალმა პანდემიებმა შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი შეიწიროს, ვიდრე მიმდინარემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიას ადანაშაულებს მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილებს ავრცელებს. პირველ წერილში ის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული „მძიმე ხელშეკრულება“ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დახვდა. მისივე თქმით, კომპანია ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ითხოვდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შეწყვიტოს მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის მანდატთან და რეპუტაციასთან თამაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინები ქვეყანას უკვე აქვს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11