საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელების გარანტი იქნება.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველოში ახალი ტექნოლოგიის - მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარების შესახებ. მთავრობის ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად და…
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, მას შემდეგ რაც მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა დასრულდება. მერიასთან გამართული აქციის შემდეგ ამაზე მუსლიმური…
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელმა ვლადიმერ კეხმანმა ნინო ანანიაშვილთან ხელშეკრულების გაფორმებისა და გაწყვეტის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა პრიმა ბალერინამ შეთანხმება დაარღვია, როდესაც საბალეტო დასისთვის ოფიციალურ წარდგენამდე…
დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა, სადაც სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები აქციას მართავენ. როგორც ადამ შანთაძემ განაცხადა, მუსლიმები ლოცვის გაგრძელებას შეძლებენ და სოფელი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი 14 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ეხმაურება. მიტროპოლიტის თქმით, ვითარების განსამუხტად მან სოფელში სამღვდელოება გაგზავნა, რამაც შედეგი გამოიღო და…
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება მოქალაქეების უფლებაა და ამ უფლებას მათ ვერავინ შეუზღუდავს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 15 891 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი, ხოლო 21 გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11